PERFECT MOTION

  • შემოგვიერთდით:
  • კონტაქტი:
  • +995 592 599995
  • info@carrental.ge

season discount 20%

Treat yourself in Georgia

მანქანის დაჯავშნა

გჭირდებათ მძღოლი?
საქართველო

საქართველო მდებარეობს კავკასიაში, ევროპისა და აზიის გასაყარზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქყვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს. მისი მეზობლებია: ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი.

  საქართველო უძველესი და უდიდესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. იგი კავკასიაში, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს.

ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მდიდარი რელიეფით, კლიმატური ზონების მრავალფეროვნებით, უნიკალური ჯიშის ტყეებით, მიწისქვეშა თერმული წყლებით და სამკურნალო ტალახებით, ქვეყანა მდიდარია ბალნეოლოგიური კურორტებით, აქ ქიმიური შემადგენლობით განსხვავებული და სხვადასხვა სამკურნალოდანიშნულებისმქონე 2000-მდე სახეობის მინერალური წყალია.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში განვითარებულია როგორც ზღვის, ისე სამთო ტურიზმი.

ზღვისა და მთის კურორტები ჯანსაღი კლიმატითა და ლამაზი ბუნებით გამოირჩევა.

საქართველო მსოფლიოში ცნობილია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის უძველისი კერა და მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. აქ არსებობს 450 ადგილობრივი ჯიშის ყურძენი. ვენახის კულტურას საქართველოში შვიდიათასწლოვანი ისტორია აქვს, რასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყურძნის წიპწები და ღვინის ჭურჭელი ადასტურებს. 

მრავალფეროვანი და თვითმყოფადი ქართული არქიტექტურა უძველესი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებითაა წარმოდგენილი. ქართულ ძეგლთა უმრავლესობა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ქართული მრავალხმიანი სიმღერა "ჩაკრულო" ერთერთია მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან რომელიც დედამიწის სხვა მიღწევებთან ერთად კოსმოსში კაცობრიობის გზავნილად იქცა.

საქართველო პირველი ევროპელების სამშობლოდ ითვლება, აქ აღმოჩენილია უძველესი ევროპელი ადამინის კვალი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1.8 მილიონი წელია. ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია.

ქართული ტრადიციული სამზარეულო ორიგინალობით და კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, თევზეული და საწებლები განსაკუთრებით ხიბლავს სტუმრებს. საქართველოში ოდითგანვე სუფთა ღვინოს სვამდნენ, ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: "არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში"...